პროექტებით სწავლება
Saturday, November 15, 2014
მეცხრე დღის რეფლექსია
ტრეინინგი იყო ნაყოფიერი , ვისწავლეთ პროექტებზე მუშაობა რასაც გამოვიყენებთ პრაქტიკაში, მადლობას ვუხდით ტრენერს გაწეული მუშაობისათვის და უდიდესი ყურადღებისათვის.
Sunday, November 9, 2014
მეერვე მოდულის რეფლექსია
დღეს წარვადგინე პრეზენტაცია ინკლუზიურ განათლებაზე. ვიმსჯელეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. განვსაზღვრეთ სასწავლო პროცედურები და შევქმენით მოსწავლეების სამოქმედო გეგმა.
მეშვიდე დღის რეფლექსია
შევქმენით საპრეზენტაციო მასალა Powerpoint ში, ვიმსჯელეთ და ჩამოვაყალიბეთ გაუგებარი საკითხები. ასევე გავეცანით კოლეგების ნამუშევრებს
Sunday, November 2, 2014
მეოთხე მოდულის რეფლექსია
დღევანდელ ტრეინინგზე განვიხილეთ შეფასების გეგმა,შეფასების დროის ჩარჩო, მსჯელობის შედეგად ყველა მონაწილემ მოვარგეთ შეფასების გეგმა საკუთარ პროექტებს. ასევე შევქმენით პროექტის შაბლონი PowerPoibt -ში.
Sunday, October 26, 2014
მესამე მოდულის რეფლექსია
დღეს ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, როგორ გავააქტიუროთ მოსწავლე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებით, რომლებიც ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარ-ჩვევებს და ეს კითხვები რამდენად ამაღლებს მოსწავლის ჩართულობას . გავიაზრეთ ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური კითხვების სპეციფიკა და ვისწავლეთ მათი შედგენა.
Saturday, October 25, 2014
მეორე მოდულის რეფლექსია
ამ მოდულში, მსჯელობის შედეგად, შევარჩიეთ თემები რომელსაც პროექტის სახეს მივცემთ. ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე ეს საკითხი ორმაგად საინტერესოა, ჯერ მნიშვნელოვანია პროექტით დააინტერესო და მასში ჩართო ტიპიური განვითარების ბავშვი და მეორე რომ აქ მონაწილეობა უნდა მიიღოს ატპიური განვითარების ბავშვმაც.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან შევარჩიეთ მიზნები და მოვარგეთ მოსწავლეებს კონკრეტული მიზნების მისაღწევად, მოვახდინეთ მიზნების და შედეგების მოდიფიცირება.
კმაყოფილი ვარ დღეს მიღებული ინფორმაციით
ეროვნული სასწავლო გეგმიდან შევარჩიეთ მიზნები და მოვარგეთ მოსწავლეებს კონკრეტული მიზნების მისაღწევად, მოვახდინეთ მიზნების და შედეგების მოდიფიცირება.
კმაყოფილი ვარ დღეს მიღებული ინფორმაციით
Subscribe to:
Posts (Atom)